წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_53.jpg

5 აპრილს საკრებულოს სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ

5 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.

 მომხსენებლი: გიორგი ჭყოიძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.

მომხსენებლი: ზურაბ ბანცაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“-ს დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: ნანა კიკნაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: ნანა კიკნაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბორითის ადმინისტრაციული შენობაში მდებარე 16.24 კვ.მ ფართის (ს/კ 36.03.41. 006. 01. 500) ფიზიკური პირის ნათია ჭუმბურიძის-ათვის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, იჯარის ფორმით, სამი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხს: მაია ალავიძე

7 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 ნოემბრის N 50/48 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეები“-ს სახელის ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისათვის“ სახელით შეცვლის ცნობად მიღების შესახებ.

მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეები“-ს რეგისტრაციის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N 50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი

10 „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N 50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსებელი: ოთარ ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

საკრებულოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ეთერით. 

ნანახია: 2179 - ჯერ