წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_51.jpg

29-30 მარტს ხარაგაულის საკრებულო რიგგარეშე სხდომებს ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2021 წლის 29  მარტს, 11 საათზე, რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს, სადაც ქვემოთ ჩამოთვლილ ოთხ საკითხს განიხილავს. ამავე საკითხებს საკრებულო 30 მარტს 12 საათზე მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს    

      საკითხთა ნუსხა 29 მარტის ბიუროსა და 30 მარტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომებისთვის

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ;

მომხს: ზურაბ ბანცაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განხაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 მომხს: კახაბერ გოლუბიანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 20 იანვრის N50/3 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

                                                                                            

 

ნანახია: 2135 - ჯერ