წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C.jpg

დეპუტატებმა მერიის ორი სამსახურის ანგარიშის განხილვა გადადეს, ხოლო ორი-უარყოფითად შეაფასეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიის ზედამხევდელობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში უარყოფითად შეაფასა, ასევე უარყოფითი შეფასება მისცეს ქონებისა და ეკონომიკის მართვის სამსახურსაც.

საკითხების განხილვა დებატებით წარიმართა საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის. უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური დებულებით გათვალისიწნებულ უფლება-მოვალეობების ნახევარ ნაწილსაც კი ვერ ასრულებდა. დეპუტატებმა ასევე კომუნიკაციის პრობლემებზეც- ისაუბრეს .

დეპუტატებმა ინგა მაღრაძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა ანგარიშების უარყოფითად შეფასება გააკრიტიკეს და აღნიშნული ფაქტი, მერის სამსახურიდან გადადგომას დაუკავშირეს, ისევე როგორც-ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, აფრასიონ ლურსმანაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურიდან წასვლის საკითხი.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ. მან სამსახურის ანგარიშის წარდგენაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ უმრავლესობას უარყოფითად შეფასების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ ქონდათ მიღებული.

სხდომაზე გადაიდო ორი სამსახურის ანგარიშის განხილვა. ( ადმინისტრაციული სამსახურის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის.)

სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით

მომხს: ზურაბ ბანცაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხს: ჯაბა ბერაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხს: ჯაბა ბერაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

მომხს: ჯაბა ბერაძე

ნანახია: 2654 - ჯერ