სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_5.jpg

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ღორეშაში მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

მოსახლეობასთან კომუნიკაცია და განსხვავებული აზრის მოსმენა საუკეთესო საშუალებაა სოფლის პრიორიტეტების გაანალიზებასა და დაგეგმვაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტი „ღია სივრცე ღია აზრებისთვის“  ხორციელდება, რომლის  ფარგლებში,  მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.  

ნიკოლოზ თოფურიძე ამჯერად ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვია და სოფლის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო.  

ღორეშის მოსახლეობისთვის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტულია: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, კანონიერი სახერხის ფუნქციონირება და წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება (ვინაიდან ღორეშის რამდენიმე უბანს სასმელი წყალი არ აქვს).

 მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარდებას დაჰპირდა. მისი განმარტებით საჯვარის უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე დაფინანსდა სოფლის მხარდაჭერი პროექტებიდან. ხოლო მოსახლეობის წყლით მომარაგების სრულ უზრუნველსაყოფად მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, ვინაიდან ამ დრომდე არსებული ერთი ჭაბურღილი ვერ აკმაყოფილებს სრულად სოფლად მცხოვრებ ოჯახებს.

შეხვედარზე სოფლის მკვიდრმა, დარეჯან კურტანიძემ და ბეგლარ შველიძემ ბოლო წლებში ღორეშის ადმინსტრაციულ ერთეულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და მადლიერება გამოხატეს როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

დარეჯან კურტანიძის თქმით ღორეშის ცენტრალურ გზას ჩაუტარდა სრული კაპიტალური რეაბილიტაცია, მანამდე კი- აღნიშნულ გზაზე   გადაადგილება რთული იყო.- „სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ძალიან უჭირდათ გზაზე გადაადგილება, გამოძახებიდან დიდი დრო სჭირდებოდათ, რომ დანიშნულ ადგილზე მისულიყვნენ, ახლა კი გამოძახების შემთხვევაში ადგილზე 10 წუთში იქნებიან“. განმარტავს სოფლის მკვიდრი.

შეხვედრაზე ბეგლარ შველიძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დააყენა სახერხის ფუნქციონირება, სადაც ადგილობრივებს კანონიერად შეეძლებათ სამასალე ხე-ტყის დამუშავება. მან ასევე თანასოფლელებთან ერთად პრიორიტეტულ საკითხად დააყენა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დრომდე საკმაოდ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლამდე მისასვლელს გზას. მიმდინარე წელს დასრულდა მდინარე კვადოურაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კვადოურას გზის რეაბილიტაცია, სადაც დაიგება ბეტონის საფარი.

ნანახია: 114 - ჯერ