ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, სოფელ ღორეშაში ე.წ. კვადოურას“ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა.
"გზა ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში კვადოურას უბანში ბეტონის საფარი დაიგება გზის 1 000 მეტრამდე მონაკვეთზე.
სასოფლო გზის სარეაბილიტაციის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 165 366 ლარით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული გზით 25-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.