სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_3.jpg

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად შეხვედრები მოლითის თემის ოთხ სოფელში: დეისში, მოლითში, ანიულასა და ნებოძირში გაიმართა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურისა და მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.მათი განცხადებით ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებელი ერთადერთი  იყო, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა გადაადგილდებოდა ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში. თუმცა ამ დრომდე მსოფლიო პანდემიის გამო მატარებლის აღდგენა ვერ ხერხდება.

მატარებლის აღდგენამდე, მერი ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას დაჰპირდა.

შეხვედრაზე,  ნებოძირში მცხოვრებმა, 19 წლის ნათია ტალახაძემ სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი აზრით, სახელმწიფომ სოფლებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეს ქალაქებში წასვლის სურვილი. მან ასევე სოფლის პრიორიტეტებზე და  ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კერძოდ-79 სოფლიდან 50-ზე  მეტ სოფელში დაიგო ბეტონის გზა. ასევე სხვდასხვა ფონდების დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების, დამცავი კედლების, ჯებირების და სხვა პროექტების მშენებლობა.

ნანახია: 119 - ჯერ