სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90.jpg

სოფელ ღორეშაში მდინარე კვადოურაზე საავტომობილო ხიდი მოეწყო

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მდინარე კვადოურაზე ახლად აგებული საავტომობილო ხიდი მოინახულა.

ნიკოლოზ თოფურიძე აქტიურად ახორციელებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს.

ამ დროისთვის, ხიდზე სამშენებლო სამუშაოები უკვე  დასრულებეულია, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდმა 44 744 ლარით  დააფინანსა.

პროექტის დასრულებამდე მდინარე კვადოურაზე მოსახლეობას ხის ამორტიზებული ხიდით უხდებოდათ გადაადგილება, რაც უსაფრთხო გადაადგილებას გარკვეულ რისკს უქმნიდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბოლო სამი წლის განმავლობაში 30-მდე ხიდი და ხიდბოგირი მოეწყო.

ნანახია: 2332 - ჯერ