სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0291.JPG

ხარაგაულში მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დღეს, დაბა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა!

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ხარაგაულში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ხარაგაულში ეს რიგით მეთხე საზოგადოებრივი ცენტრია. ასეთივე ცენტრები ფუნქციონირებს სოფელ კიცხში, ღორეშაში და ხევში!

დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხარაგაულის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, უსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ნანახია: 216 - ჯერ