სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ubisa%20f.jpg

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ჭალის უბანში მეწყერულ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 90 000 ლარით დააფინანსა.

სოფელ უბისაში გაბიონის მოწყობა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დაფინანსდა, რადგან  გააქტიურებული მეწყერი საფრთხეს უქმნიდა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მშენებლობის პროცესს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.

მეწყერული ზონა ასევე გარკვეული საფრთხის შემცველი გახლდათ ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. (ამ დროისთვის, პობლემა შეექმნა ერთ ოჯახს, რომელსაც ეზოს ნაწილი ჩამოეშალა).

სოფელ უბისაში, გაბიონზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, რომელმაც სტიქიის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა.

ნანახია: 177 - ჯერ