სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98.jpg

სოფელ ხორითში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მერიის ზედამხედვოლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში, ლიპიღელეზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა.

ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდის მიერ 33 429 ლარით დაფინანსდა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

სოფელ ხორითში აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდი არასდროს ყოფილა, რაც საკმაოდ საფრთხის შემცველი გახლდათ. წვიმების შედეგად მოდიდებული ლიპიღელე პრობლემებს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე ავტომობილების გადაადგილებას. 

გარდა ამისა, ხორითის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იყო მკვეთრი მოსახვევი და მაღალი გამავლობის მანქანებს უჭირდათ გადაადგილება,  ამ დროისთვის გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გასწორდა და პრობლა აღმოიფხვრა.

ნანახია: 161 - ჯერ