სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/103154037_2786887051558450_388845424496116946_o.jpg

ღუდუმექეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა

სოფელ ღუდუმექეთში ცენტრალური გზის (900მ) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

ღუდუმექეთში, პირველ ეტაპზე, სასოფლო გზის 1კმ-მდე მონაკვეთი კეთილმოეწყო.  

მეორე  ეტაპის  რეაბილიტაცია კი ივნისის ბოლოს დასრულდება.

პროექტზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა. მისი განმარტებით ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია  რეგიონალური განვითარების ფონდიდან 154 696 ლარით დაფინანსდა.

გზა ყველა სოფელს პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში 19 სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

 შეგახსენებთ, რომ 2020 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხარაგაულში  4 464 485 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება.

ნანახია: 117 - ჯერ