სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazificireba.jpg

სოფელ ვარძიის გაზიფიცირება იწყება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი გამოცხადდა! 

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ტენდერი 8 ივნისს გამოაცხადა, წინდადებების მიღება 29 ივნისს დასრულდება! ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წელს დაიწყებს.  

სოფლიდან მიგრაციის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია სასოფლო გზების მოწყობა და ბუნებრივი აირით მომარაგება. სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრა სახელმწიფომ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ეტაპობრივად ხორციელდება.

ვარძიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 530 აბონენტი ისარგებლებს!

 

ნანახია: 650 - ჯერ