სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0005_1.JPG

საკრებულომ წყლის ჭაბურღილების მოსაწყობად ფართის სხელმწიფოსთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ხარაგაული მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 ივნისს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე სოლომონ მეფის ქუჩა N90ა-ში მდებარე 2718 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი № 36.01.31.399), ამავე მისამართზე მდებარე 1486 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი №36.01.31.398) და 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.01.31.396) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.

რაც გულისხმობს, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დაბა ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად აღნიშნული ფართზე განახორციელებს 3 ერთეული ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მოწყობას. ამასთანავე, კომპანია ახორციელებს სტიქიის შედეგად დაზიანებულ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას სოფელ ლეღვანში.

გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხისა საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ სამი საკითხი განიხილა და დაამტკიცა 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ;
მომხს: კახაბერ გოლუბიანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის
დამტკიცების შესახებ;
მომხს: კახაბერ გოლუბიანი

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხს: მანანა ბარბაქაძე

ნანახია: 207 - ჯერ