სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/82589226_2659465034300653_5568445019322318848_o.jpg

ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

დაიწყო საკალთბურთო მოედნის მშენებლობა, რომლის მიმდებარედ ღია სივრცეში მოეწყობა ასევე, მცირე სკვერი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები!

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე, საფეხბურთო მოედანს.

 სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე.

პროექტის ღირებულება 247 505 ლარია და სამუშაოებს შპს „დანი კონსტრაქშენი“ ასრულებს! 

სახელშეკრულებო ვადებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება!

ნანახია: 302 - ჯერ