სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/xfgnhxcvbxcvnhjbjn%20(1).jpg

ხარაგაულის საკრებულო მორიგ სხდომას 11 მაისს გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 11 მაისის სხდომის დღის წესრიგი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ
მომხს: ნინო მაღლაკელიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; 
მომხს: ნინომაღლაკელიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 – 2021 წლების ეკონომიკური განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხს: ჯაბა ბერაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 1908 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.03.34.117). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, იჯარის ფორმით ერთი წლის ვადით კომპანია hunan bridge construqcion group co. Itd -სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხს: ჯაბა ბერაძე

დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N48-ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 256 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზედ მდგარი 150.50 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.01.33.165) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
მომხს: ჯაბა ბერაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისათვის“ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
მომხს: მალხაზ ფხალაძე


სხვადასხვა:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის გაცნობა 

მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

ახალი კორონა ვირუსის covid- 19 -ის გავრცელების გამო, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა
საჭიროებები და ვერ ახერხებენ მათ მოგვარებას, აღნიშნულ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფის ორგანიზების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მონიტორინგის შესახებ;

მომხს: მანანა ბარბაქაძე

 

ნანახია: 276 - ჯერ