სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0315.JPG

რა გადაწყვეტილება მიიღო ხარაგაულის სამუშაო ჯგუფმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში

დღეს ხარაგაულის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მერიის მიერ ეპიდვითარების ფონზე შემუშავებული სხვადახვა სოციალური პროგრამებისა და აქციების შესახებ.

მერმა მოისმინა ერთგვარი ანგარიში, კონკრეტულად რომელ მოწყვლად ჯგუფებზე გაიცა დახმარებები და დღეის მდგომარეობით, რამდენად დიდია მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან.

მერის ინიციატივით, ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება - მერიის სარეზერვო ფონდიდან დამატებით, კიდევ ერთხელ გამოიყოს 7 000 ლარი, რათა მოსახლეობამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სგანგებო ვადის პირობებში მიიღოს სხვადსხვა სახის სოციალური დახმარებები!

დღემდე მერიის სარეზერვო ფონდიდან ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 24 000 ლარი დაიხარჯა, საერთო ჯამში კი - 36 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 1000 -მდე ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება. 

ნანახია: 1222 - ჯერ