სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0920.JPG

ამ დრომდე ხარაგაულის მერია 500-მდე ოჯახს დაეხმარა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების მიტანას განაგრძობს. 

პირველ ეტაპზე, მერიამ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებზე((206) გასცა საკვები პროდუქტის ნაკრები. მეორე ეტაპზე სამიზნე ჯგუფად მრავალშვილიანი ოჯახები(107) განისაზღვრა, ხოლო მესამე ეტაპზე მერიისგან დახმარება მიიღო მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ტოტალურმა უსინათლოებმა (20), მარტოხელა მშობლებმა(24) და მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმა(29). ხარაგაულის მერის ინიციატივით მიმდინარეობს და 21 აპრილამდე გაგრძელდება უფასო პურის აქცია, რაც დაბა ხარაგაულში მცხოვრები 43 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის პურის ადგილზე იწოდების სერვისს გულისხმობს. სააღდგომოდ ამ ბენეფიციარებიდან მრავალშვიოლიან ოჯახებს პურთან ერთად პასკა გადაეცათ. 

მერიამ თითქმის დააკმაყოფილა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით მოქალაქეთა მოთოხვნები, სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის. 

ხარაგაულში დარეგისტრირებული მცირე მეწარმეების და სხვა კერძო შემომწირველების თანადგომით, მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა საკვები პროდუქტი გადასცეს 100-ზე მეტ ოჯახს. 

ხარაგაულის მერია მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების მიტანას კვლავ განაგრძობს. 

ამ დროისთვის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა 17 000 ლარია, რომელიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალურ აქტივობებზე მიიმართა! 

10 000 ლარზე მეტი დაიხარჯა ასევე ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბიუჯეტიდან, რომლითაც კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტი იქნა შეძენილი. 

ნანახია: 908 - ჯერ