სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0860.JPG

რა შედის პროდუქტის ნაკრებში ხარაგაულელი ბავშვებისთვის

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტების დაფასოება დაიწყო!

პროცესში მონაწილეობას იღებენ ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფის წევრები!

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ეს პროცესი ორი დღე გაგრძელდება და როგორც ნავარაუდევი იყო, არამალფუჭებადი პროდუქტების ნაკრების გაცემა 1 აპრილიდან დაიწყება!

საერთო ჯამში, ერთი თვის(მარტი) რაციონი ერთ ბავშვზე ასე გამოიყურება: 

წიწიბურა - 1კგ, ბრინჯი - 1კგ, შაქარი - 1 კგ, ზეთი - 1 ლტ. მანის ბურღული - 1კგ, ვაფლი - 1კგ, კანფეტი - 1კგ, ორცხობილა - 1კგ, შესქელებული რძე - 1 ქილა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის ნაკრებს 600 ბავშვი მიიღებს. 

ნანახია: 912 - ჯერ