სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0790.JPG

ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს პროდუქტის ნაკრები გადაეცემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების ნაკრები გაიცემა!

პროდუქტების მიღების და დაფასოების პროცედურები, ბაღების გაერთიანებაში, დღეს დაიწყო, რომელშიც ხარაგაულის მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას!

ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, შედგენილია სიები და პაკეტები სოფლის საბავშვო ბაღებში მოხალისეთა დახმარებით დარიგდება, საიდანაც აღსაზრდელების მშობლები თავად წაიღებენ კუთვნილ პროდუქტს.

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, პროდუქტის ნაკრების გაცემა, სავარაუდოდ, 1 აპრილიდან დაიწყება. ამ დრომდე კი, პროდუქტების შემოტანის და დაფასოების პროცედურები გაგრძელდება.

არამალფუჭებადი პროდუქტის გადაცემა აღსაზრდელთა მშობლებისთვის იმ დრომდე გაგრძელდება ვიდრე სწავლა არ აღდგება!

ნანახია: 939 - ჯერ