სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sssl%3Bksjf908.png

ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფი მოსახლეობას ემსახურება

ხარაგაულის მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები ორი დღეა, მერიის ორგანიზებით სხადასხვა აქტივობებს ახორციელებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 მოხალისეა გადამზადებული. მოხალისეებმა მაღალმთიან სოფელ გოლათუბანში ვახტანგ და დავით ღამბაშიძეებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები გადასცეს.

ძმები შშმ პირები არიან და ცალ-ცალკე სახლში მარტო ცხოვრობენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი მარჩენალი ვერ ახერხებს საკვები პროდუქტებით მომარაგებას, რის გამოც ოჯახს სურსათის დეფიციტი შეექმნა.

მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარის შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და ოჯახს რამდენიმე დღიანი მარაგი ხარაგაულის სათნოების სახლიდან გადაეცა.

მოხალისეები პერიოდულად იმუშავებენ მოწყვლად ჯგუფებთან და ადგილზე მოემსახურებიან იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

მოხალისეებმა ასევე, მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის საჯარო დაწესებულებების და სასურსათო მაღაზიების დეზინფექციაში, არეგულირებენ მოქალაქეთა რიგებს ლიბერთი ბანკთან!

 უწევენ რეკომენდაციას მომხმარებლებს და აკონტროლებენ დისტანციას!

ძვირფასო ხარაგაულელებო, მოგმართავთ წინადადებით!
- თუ თქვენს ობიექტებში(ორგანიზაციებში, მაღაზიებში, აფთიაქებში), ვინც ჯერ ისევ რჩებით ხალხის სამსახურში, აუცილებელი გახდება მომხმარებელთა დისტანციის დაცვა, მოგვმართეთ და ჩვენი მოხალისეთა ჯგუფი დაგეხმარებათ რიგების დარეგულირებაში.
დაგვირეკეთ: 0433 22 16 17, 599 148 228

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას!

ნანახია: 4757 - ჯერ