სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0345.JPG

ხარაგაულში მალე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

დაბა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა.
ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას.
საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მისაღები ოთახი.
ასევე, ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება.
პროექტის ღირებულება 682 100 ლარია, სამუშაოებს სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი ასრულებს“.
აღნიშნული ცენტრი ხარაგაულში რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასეთი ცენტრები უკვე ფუნქციონირებს სოფელ ხევში, ღორეშაში და კიცხში.
ნანახია: 4872 - ჯერ