სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0545_1.JPG

მერძევეობის დარგის განვითარებისთვის ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ დაიწყო.

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია შედგა, დღეს, ხარაგაულში, რომელიც მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, გარემოს დაცვსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქეთევან ციბაძემ გააცნო.

 პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა კონკურენტუნარიანი, მდგრადი და დივერსიფიცირებული მერძევეობის ინდუსტრიის განვითარების გზით.

პროგრამის განხორციელება მოიცავს 6 წლიან პერიოდს და მისი საერთო ღირებულება 46.9 მილიონ ევროს შეადგენს.

ქეთევან ციბაძის ინფორმაციით შემდეგ ეტაპზე, სამინისტრო გეგმავს, უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის შეხვედრები ჩაატაროს უშუალოდ სოფლებში, კონკრეტულად იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც ამ პროგრამით დაინტერესდებიან.

პროგრამის საქმიანობა წარიმართება რამდენიმე მიმართულებით:

სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა/აღჭურვა, ბენეფიციართა სწავლება - რძის წარმოების ტექნოლოგიებში, სურსათის უვნებლობის საკითხებში, HACCAP სტანდარტებში, თანამედროვე საკვები ბაზისა და დაავადებების მართვის საკითხებში, თანადაფინანსებაზე დაფუძნებული გრანტების გაცემა, საძოვრების მოწესრიგება, საძოვრებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

 პროექტის ბენეფიციარები იქნებიან როგორც ინდივიდუალური ფერმერები, ასევე კოოპერატივები და საწარმოები.

პროგრამ სამ რეგიონში იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება.

ნანახია: 5357 - ჯერ