სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/87528332_2688736604706829_5737806897042423808_o.jpg

ხარაგაულში სოფლის კრებების ჩატარება დასრულდა

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეორე წელია აღდგა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება დასრულდა.

მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციული ერთეულის 78 დასახლებაში, სადაც მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი იდეების საფუძველზე პრიორიტეტები განსაზღვრა და ღია კენჭისყრით, ხელმოწერით დაადასტურა.

საერთო კრებების ჩატარებას პირადად ხელმძღვანელობდა ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე.

 ძირითად პრიორიტეტად მოსახლეობამ გარე განათების სისტემის მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-გასწორხაზოვნება და სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია აირჩია.

 სოფლებში საერთო კრებების ჩატარება და პრიორიტეტების შერჩევა მცირე პროექტების დასაფინანსებლად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპია, პროგრამის მეორე ეტაპზე, სოფლის მოსახლეობის მიერ არჩეული იდეები მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განიხილება, მომზადდება ხარჯთაღრიცხვები და პროექტები, რის შემდეგაც წარმოდგენილ პროექტებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გაეცნობა და დაამტკიცებს.

 1 აპრილიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სამუშაოების შესრულების ფაზაში გადავა. არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.
2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 147 პროექტი განხორციელდა.

ნანახია: 4634 - ჯერ