სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/84283774_2672327559681067_8607458178826764288_o.jpg

ლაშის სოფლებში სოფლის პროექტებით საუბნო გზებს მოხრეშავენ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.

6 თებერვალს ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტები განსაზღვრა და მცირე პროექტების შეკეთება თავად შეარჩია.

ლაშის თემის თითქმის ყველა სოფელში ცენტრალურ გზებზე ბეტონის საფარი მოწყობილია, ამიტომ მოსახლეობამ პრიორიტეტი შიდა საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვას მიანიჭა.

საუბნო გზებს შეაკეთებენ ხემაღალში, ლაშესა და ღვერკში, რისთვისაც საერთო ჯამში, 32 000 ლარს დახარჯავენ.

10 000 ლარი საუბნო გზების შეკეთებასა და გარე განათების სისტემის მოწყობაზე გადაანაწილა სოფელ უჩამეთის მოსახლეობამ.

ასევე საუბნო გზებს მოხრეშავს და წყლის ტუმბოს შეიძენს ლაშის იგორეთის მოსახლეობა, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით.

 საერთო კრებების ჩატარებას ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ნანახია: 4423 - ჯერ