სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98.jpg

2020 წელს ფარცხნალი და საქარიქედი გაზიფიცირდება

ხარაგაულში, წელს, ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება!
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სოფელ ფარცხნალის და საქარიქედის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა!
სატენდერო წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 048 000 ლარია.
გასული წლის მიწურულს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა სოფელ ლაშესა და კიცხში, სადაც ბუნებრივი აირის დაერთების სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანია.
ამ დროისთვის ხარაგაულში ბუნებრივი აირით სარგებლობს ჩხერის, ჯაფაროულის, ახალსოფლის, ისლარის, ბაზალეთის და თეთრაწყაროს მოსახლეობა. 
2020 წელს, ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირებისთვის თითქმის ყველა სოფელში დასრულდება წინასაპროექტო სამუშაოები.  
ნანახია: 4856 - ჯერ