სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1507.JPG

რას გააკეთებს ბორითის თემის ცხრა სოფელი

ბორითი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც 9 სოფელია გაერთიანებული.

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორითის თემის მოსახლეობამ მცირე პროექტების დასაფინანსებლად საერთო ჯამში, 94 000 ლარი მიიღო.

 ადგილობრივებმა ყველა სოფლის საერთო კრებაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, პირადად უძღვებოდა, წინასწარ შერჩეული იდეები წარმოადგინეს და სოფლის პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს.

 სოფელ ბორითის მოსახლეობამ 16 000 ლარით გადაწყვიტა: წყლის სისტემის მოწესრიგება გოჭოურის უბანში, ასევე წყლის სათავე ნაგებობის და გარე განათების მოწყობა მაჩაიძეების უბანში და გზის შეკეთება ფაბრიკის უბანში.

 საქასრიაში 12 ათასი ლარი წყლის სისტემისა და გარე განათების მოწყობაზე გადაანაწილეს.

 ვაშლევის მაცხოვრებლებმაც წყლის სისტემის და გარე განათების მოწყობას მიანიჭეს პრიორიტეტი, ასევე შეაკეთებენ საუბნო გზას ღოჯიეების უბანში.

 ამაშუკეთში 10 000 ლარს სრულად მოახმარენ წყლის სისტემის მოწყობას.

 მაქათუბანის მოსახლეობამ წყლის ავზის შეკეთება და მილების შეძენა, ასევე, წყლის სისტემის მოწესრიგება შველიძეების უბანში და საუბნო გზის მოხრეშვა აირჩია კუთვნილი 12 000 ლარით.

 ციხისძირის მოსახლეობა 10 000 ლარით, ერთ ამორტიზებულ მონაკვეთზე გზის მობეტონებას აპირებს საიაღვრე არხით.

 უბისაში 12 000 ლარი ასე გადაანაწილეს: წყლის სისტემის მოწყობა ბაქარაშვილების უბანში, მოსაცდელის აშენება ცივწყაროს უბანში, ხიდის შეკეთება(ფიცრების გამოცვლა) და საუბნო გზის შეკეთება.

 კვესრევის მოსახლეობა 10 000 ლარს გარე განათების სისტემის მოწყობასა და საუბნო გზის მოხრეშვაზე დახარჯავს.

 სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის სოფლებში გრძელდება!

ნანახია: 4713 - ჯერ