წინაშემდეგი
თებერვალი 2025
ორსაოთხუპაშაკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  
სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0116.JPG

ხალხთან ახლოს - ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ხუნევის კალოს უბნის მოსახლეობას შეხვდა.

კალოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს!

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება 2018 წელს უნდა შეესრულებინა. შპს "საპოვნელა" სამუშაოებს, ახლა, სანქციების თანხლებით ასრულებს.

გზის მშენებლები განმარტავენ, რომ 800 მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაციას, რამდენიმე დღეში დაასრულებენ❗

შეხვედრაზე, მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის ადგილზევე გადაიჭრა ერთი პრობლემა, კერძოდ, გზის გარკვეული მონაკვეთი რეაბილიტაციის გარეშე რჩებოდა, რადგან პროექტში არ იყო გათვალისწინებული. მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით, მოსახლეობის მოთხოვნით, გზის ეს მონაკვეთიც გაკეთდება. 

ნანახია: 5892 - ჯერ