სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/67949602_1333492516813473_8785153633130905600_n.jpg

სარგვეშის თემში სოფლის პროექტებით სამუშაოები დაიწყო

სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სარგვეშში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის 12 ათასი ლარია გამოყოფილი.

სოფლის პროექტების ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ საბეში, მაღალაურის საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით.  ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ხორითშიც, სადაც საუბნო გზების კეთილმოწყობის მიზნით მეწარმესთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ზემოთ აღნიშნულ სოფლებში საუბნო გზების შეკეთების მიზნით 10-10 ათასი ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება სოფელ მიროწმინდას, სადაც გამოყოფილი 10 000 ლარით ასევე, საუბნო გზების შეკეთებას გეგმავენ, ხელშეკრულება მეწარმესთან რამდენიმე დღეში გაფორმდება და სამუშაოები დაიწყება.

სოფლის საერთო კრება სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში 11 თებერვალს გაიმართა.

მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად გამოყო. ადმინისტრაციული ცენტრი, საერთო ჯამში, სოფლის პროექტებისთვის 42 ათას ლარს დახარჯავს.

 

 

 

ნანახია: 3958 - ჯერ