სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003.JPG

სტიქიით დაზიანებული ლეღვნის ცენტრალური გზის მშენებლობა იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ლეღვნის ცენტრალური გზის მშენებლობა იწყება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მათე“ სამუშაოებს 138 900 ლარად შეასრულებს.

პირველ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული და ჩამოშლილი მასალისგან გზის გასუფთავება.

სახელშეკრულებო პირობებით კომპანიამ სამუშაოები 70 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

პროექტის ფარგლებში მოხდება ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის.

ნანახია: 4403 - ჯერ