სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfghbxcvb.JPG

ფეხბურთში ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი  დაიწყო

3 ივლისს ხარაგაულის სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე დაიწყო ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ დაბის, ლაშეს, ვახანის, ვარძიის, კიცხის, ხიდრის, ბორითისა და ღორეშის გუნდები.
ტურნირის პირველ ტურში ერთმანეთს დაბა ხარაგაულისა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც დაბის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით-4:1 დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონზე ასპარეზობა ლაშისა და ვარძიის ფეხბურთის ნაკრები გუნდებმა განაგრძეს, სადაც  ვარძიის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ტურნირის ფარგლებში შემდეგი თამაში დღეს, 4 ივლისს, 16:00 სთ-ზე ხიდრისა და ვახანის გუნდების მონაწილეობით გაიმართება, ხოლო 18:00 საათზე ბორითი-ღორეშის მატჩს იხილავს ხარაგაულელი გულშემატკივარი.

ტურნირის ორგანიზატორია ხარაგაულის ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი. 

ნანახია: 4871 - ჯერ