სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

17 ივნისს ბიუროს სხდომაზე მერიის სამსახურები ანგარიშს წარადგენენ

17 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენენ.

სხდომაზე ასევე მოისმენენ:

1. ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოსთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფუქტი) არსებობის  ვადით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხს: ჯაბა ბერაძე

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე

მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გამგებლისთვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  3 ივლისის #50/43  განკარგეულბაში „საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;          

მომხს:ჯაბა ბერაძე

4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ჯაბა ბერაძე

5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;

 მომხს: კახაბერ გოლუბიანი

აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ივლისის სხდომაზე განიხილავს.

ნანახია: 5541 - ჯერ