სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fvhjmc%20bn.JPG

საკრებულომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში მოისმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ივნისის მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში მოისმინეს.

ანგარიშის დეტალური განხილვა საკრებულოს კომისიების სხდომების ფორმატში, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამიტომ სხდომაზე 2018 წლის თებერვლის თვიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშზე მსჯელობა,  პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.

ძირითადი გამოწვევები, რაზეც სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა სხდომის დაწყებამდე თავად ისაუბრა, გასულ წელს დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი პროექტებია. სწორედ ეს შენიშვნები ქონდა დეპუტატების უმრავლესობას.

საკრებულოს სხდომას, ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ გამოწვევებზე თანაბრად პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე, საკანონმდებლო  ორგანო.

მისივე განმარტებით, ის რომ სიკეთე მოსახლეობამდე დროულად ვერ მივიდა, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ  არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს, რომელთაც ამ დრომდე ვერ შეასრულეს ვალდებულებები ხელშეკრულებები უკვე შეუწყდათ.

„სამწუხაროა, რომ არავინ საუბრობს იმაზე, რამდენი პროექტი გაკეთდა ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა სხდომაზე ხარაგაულის მერმა და საკრებულოს დეპუტატებს შეახსენა, რომ 2017-2018-2019 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფლიდან, თითქმის 60 სოფელში ცენტრალური და საუბნო გზების კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა.  

საკრებულოს უმრავლესობამ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ უარყოფითად შეაფასა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს შვიდი საკითხი:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენზე (ბოძებზე) საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) სააქციო საზოგადოება „სილქნეტისთვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 2 წლის ვადით პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით (იჯარის ფორმით) სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ36.17.33.328). პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშე) ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯიაა“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა 280 კვმ (ყოფილი სარიტუალო სახლი)(ს/კ 36.05.31.202) პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშ) ორი წლის ვადით  კომპანია hinan bridge construqcion co. ltd-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
  2. ხარაგაულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-სთვის სარგებლობის უფლებით (უზურფრუქტი) არსებობის ვადით დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე, 6615 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.01.31.368) და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის N1-1798,83 კვ.მ ფართის გადასაცემად მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
  3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
  4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

 

ნანახია: 4585 - ჯერ