სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfcghjmc.jpg

ხარაგაულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ხარაგაულში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის, მერაბ კოსტავას  80 წლის იუბილე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წელი ღონისძიებებით აღინიშნა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ხარაგაულის კინო-თეატრში კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების  საზეიმო კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე ქართული სიმღერებით წარსდგა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი(ხელმძღვანელი:ზურაბ გოგოლაძე) „ხარაგაულის ხმები, ქორეოგრაფიული ნომრები შეასარულა ანსამბლმა „უბისმა“. სცენაზე ასევე გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები: თიკო და თამარ ლურსმანაშვილები და ბათუ კიკნაძე. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ კი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამავე დღეს მერაბ კოსტავას მონუმენტი ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. აღსანიშნავია, რომ  - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირს, მერაბ კოსტავას 26 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა ბორითის ავტოკატასტროფა, რომელმაც საქართველოს ეროვნული გმირი იმსხვერპლა.

დამოუკიდებლობა მისი ბედისწერა გახლდათ, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 21 წლის შემდეგ, 26 მაისს მოევლინა იგი დედამიწას და მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაატარა.

 მერაბ კოსტავა 1989 წელს, 13 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან მომხდარ კატასატროფას ემსხვერპლა.
 სოფელ ბორითში, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე აღმართულია მემორიალი, სადაც ყოველი წლის 26 მაისს და 13 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ბორითის მაცხოვრებლები იკრიბებიან. ამ დღეებში ეროვნული გმირის მემორიალთან ხშირად ჩამოდიან მისი მეგობრები და თანამებრძოლები.

ნანახია: 7230 - ჯერ