სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjdcgfhxfg.jpg

ხარაგაულში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

ხარაგაულში ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტის „გზა კეთილდღეობისა და წარმატების მომტანია“ განხორციელება იწყება.

პროექტი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული მოქალაქეების დატრენინგებას გულისხმობს.

ხარაგაულში გზის მშენებლობა დაახლოებით 2 წელი გასტანს, რომელიც გარკვეულ მატერიალურ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

კერძოდ, პროექტის მიმდინარეობისას გზის მშენებლობაში ჩართულ და სხვა დაინტერესებულ  პირებს საჭიროება ექნებათ  ისარგებლონ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურით, კვების ობიექტებით  და ა.შ.  შესაბამისად, მცირე ტიპის სამეწარმეო საქმიანობის განვითარება მომგებიანი იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.

სწორედ აქედან გამომდინარე მოსახლეობისათვის,  დაიგეგმა უფასო სწავლება/სემინარები, რომლის ფარგლებშიც  მოქალაქეები დაეუფლებიან   სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ  ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რაც მათ საშუალებას მისცემს  მომავალში საკუთარი კერძო ბიზნესი დაიწყონ ან განავითარონ.  ტრენინგის მონაწილეებისათვის  საჭირო ტრანსპორტირების, სადილის და სხვა საორგანიზაციო ხარჯები დაიფარება ორგანიზატორი მხარის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს საქმიანობაში ჩართული იყოს 50%-ქალი.მუნიციპალიტეტის მერია უკვე ახორციელებს კითხვარების დარიგებას.

პროექტის ორგანიზატორია, აზიის განვითარების ბანკი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დახარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.

ტრენინგით დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძეს ან დარეკეთ ნომერზე: 599 44 20 57

 

ნანახია: 3988 - ჯერ