ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებითი ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
აუქციონი 2019 წლის 7 მაისს, 16:00 საათზე, დაიწყო და 14 მაისს, 16:00 საათზე, დასრულდება.
ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: eauction.ge
ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“