სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/59325770_2362996813947478_5724657304909905920_o.jpg

ხარაგაული გვირილობის დღესასწაულზე

ტრადიციული გვირილობის დღესასწაული აღინიშნა ქუთაისში 2 მაისს.

ქალაქი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებებით.

გვირილობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - იმერეთის სახალხო დღესასწაული, მუხნარის ტყეში აღინიშნა, სადაც იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტთან ერთად, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებითა და ტრადიციული იმერული სამზარეულოთი წარსდგა.

ხარაგაულის ფოტო-ვიდეო სალონმა, ქუთათურებს, სპეციალურად ამ დღის სიმბოლოებით გამოსახული საკუთარი ნაწარმი შესთავაზა. 

მუხნარის ტყეში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა „უბისმა“, რომელთაც „იმერული სატრფიალო“ და „ლეჩხუმური სახუმარო“ შეასრულეს.

მუხნარის ტყეში ასევე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური პერფორმანსები. 

სახალხო დღესასწაულს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მოადგილე, თემურ ჩხეიძე დაესწრნენ. 

ნანახია: 7905 - ჯერ