სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghncgv.jpg

მუნიციპალიტეტის პირველობა ვერტყვიჭალის გოგონათა გუნდმა მოიპოვა

24 აპრილს "ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით სპორტდარბაზში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთელ გოგონათა გუნდებს შორის.

ტურნირში მონაწილება  დაბა ხარაგაულის N 3, ვერტყვიჭალისა და ხევის საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს.
თამაში წრიული სისტემით გაიმართა და გამარჯვებული ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა. მუნიციპალიტეტის პირველობა ვერტყვიჭალის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.

 

 

 

 

ნანახია: 3391 - ჯერ