სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg

15 აპრილს ბიუროს მორიგ სხდომაზე რვა საკითხს განიხილავენ  

15 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება  საკრებულოს აპარატისა და საკრებულოში მოქმედი კომისიების დებულებებში შესატანი ცვლილებები.

სხდომაზე, ბიუროს წევრები, ასევე იმსჯელებენ დასახლების საერთო კრების დებულებაში შესატან ცვლილებებზე და საქართველოს ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრთან მემორანდუმის გასაფორმებლად, ასევე სალოტბარო სკოლის დასაარსებლად მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე.

ბიუროზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: დავით კიკნაძე
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
    მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:ვარლამ ჭიპაშვილი
  3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მალხაზ ფხალაძე
  4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N16 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი თხელიძე
  5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
  6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4
    დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების
    შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

8.საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ირინე ჩხეიძე
თანამომსხ: გიორგი დონაძე

 

ნანახია: 6181 - ჯერ