სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghmkcbnm_1.JPG

ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ფართი გამოიყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ფართის გამოსაყოფად მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან პასუხი მოუვიდა.

„სოფელ ვერტყვიჭალაში საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული, საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გამოუყენებელი, სასოფლო-სამერუნეო დანიშნულების 1 410 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას საბავშვო ბაღის აშენების მიზნით“ - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.   

სოფელ ვერტყვიჭალაში ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს.        

ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღის მომსახურებით  40 აღსაზრდელი სარგებლობს.

მოგეხსენებათ, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტობანის მშენებლობის მიზნით, სოფელ ვერტყვიჭალაში მოქმედი საბავშვო ბაღის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი წითელ ზოლში ხვდება, თავად ბაღის შენობა კი მოძველებული და სააღმზრდელო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის თითქმის შეუსაბამოა.

ნანახია: 1935 - ჯერ