სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/_DSC0016.JPG

ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დაბა ხარაგაულისა და სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობასთან საჯარო განხილვა გაიმართება.

შეხვედრაზე თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის საპროექტო ნაწილში, შეტანილ ცვლილებების პროექტს საჯაროდ განიხილავენ.

შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში  13:00 საათზე დაიწყება.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე, შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  4 აპრილამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,  ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.

 

 

ნანახია: 4406 - ჯერ