სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjkfhj_2.jpg

 სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ხიდარში ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე, ჯორტების საუბნო გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამჟამად ბეტონის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  გზის1 200 მეტრამდე  სიგრძის მონაკვეთი მობეტონდება, რომელიც ჯორტების უბნის ბოლო მოსახლემდე მივა.

აღნიშნული გზით 50-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოებს შპს „გურია-2015“  ასრულებს. პროექტის ღირებულება 151 932 ლარს შეადგენს.

ჯორტები ხიდარში ერთ-ერთი ყველაზე მასიურად დასახლებული უბანია. 

ნანახია: 3595 - ჯერ