21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
  სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი სამი საკითხი:
    - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოწონების შესახებ;
   
  მომხსენებელი: თემურ თაბუკაშვილი
    - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N5/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;
   
  მომხსენებელი; ჯაბა ბერაძე
    - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;
   
  მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე
  აღნიშნული საკითხები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 20 მარტის სხდომაზე განიხილა.