სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghxfbxcb.jpg

ხარაგაულის უხუცეს ქალბატონს 102 წლის იუბილე მიულოცეს

ხარაგაულის უხუცეს ბებოს, შუშანა გელაშვილს 19 მარტს 102 წელი შეუსრულდა.
მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს დაბადების დღე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ მიულოცეს.
უხუცესი ქალბატონი სოფელ წაქვაში ცხოვრობს. მას 3 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 8 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ხოლო ერთადერთი შვილი სამი წლის წინ გარდაეცვალა, რომელსაც ყოველთვის დიდი გულისტიკივილით იხსენებს.
ხარაგაულის უხუცესი ბებო, მეხუთე თაობის შთამომავლებში თავს კარგად გრძნობს და იუბილეს მათთან ერთად ბედნიერი ხვდება.
ხარაგაულის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს. იუბილარ ქალბატონს აღნიშნული თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.

ნანახია: 5014 - ჯერ