სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ytuyiuu.jpg

ხარაგაულში საერთო კრებები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო საერთო კრება საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის ექვს სოფელში ჩატარდა.
ჯაფარაულის მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა გამოყო პრიორიტეტად.
საღანძილეში მესხების უბნის გზას მოაბეტონებენ.
ზარანის მაცხოვრებლები გზისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციას ჩაატარებენ გვაძაბიების უბანში, მოეწყობა ასევე, სოფლის გზაზე გარე განათება.
სხლითის მოსახლეობამ წისქვილების რეაბილიტაცია და გზების გასწორხაზოვნება-მოხრეშვა აირჩია, იგივე პროექტებს განახორციელებს ვანის მოსახლეობაც. 
ჩხერში კი, სადაც მოსახლეობის მიერ სამი საპროექტო წინადადება იყო წარმოდგენილი, ფარული კენჭისყრით ცხოვრებაძეების, ლურსმანაშვილების და ხუტაშვილების უბანში სანიაღვრე არხისა და ცხაურის მოწყობა და გზის პატარა მონაკვეთის მობეტონება გადაწყდა. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ სოფელში ორ პროექტზე ხმები თანაბარი რაოდენობით გადანაწილდა, გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო და გზის რეაბილიტაციას მიანიჭა პრიორიტეტი. 
სოფლის საერთო კრებებს საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ.

იხილეთ ოქმი

ნანახია: 6200 - ჯერ