სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjnxcvb.JPG

სისხლის გადასხმის აქცია ხარაგაულში

26 თებერვალს ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მიმდინარეობდა.
სისხლის ბანკის მობილურ ჯგუფს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე შეხვდა. როგორც თემურ ჩხეიძემ განაცხადა, ხარაგაულის მერია დონაციის აქციაში ყოველთვის მონაწილეობს და ხელს უწყობს სისხლის ბანკის მარაგის შევსებას. 

საქველმოქმედო აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანმაშრომლები ჩაერთვნენ, რომლებსაც სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი თანამშრომლები მოემსახურნენ.
სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერიას და აქციაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 

 

 

 

ნანახია: 6802 - ჯერ