სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/cbhnmcb.jpg

სოფლებში პროექტების შერჩევა გრძელდება

21 თებერვალს ვახანის, სერბაისის და ზედუბანის მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებზე სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები შეარჩია.
ვახანის მოსახლეობამ ფარული კენჭისყრით, წინასწარ წარმოდგენილი ექვსი საპროექტო წინადადებიდან, ელაზნაურის უბანში გზის მოხრეშვა-გასწორხაზოვნება და გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობა გამოყო პრიორიტეტად, რისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება.

სერბაისის მოსხლეობა 10 000 ლარით სოფლის წისქვილს ჩაუტარებს რეაბილიტაციას. მოიხრეშება, ასევე, შიდა საუბნო მგზა. 
ზედუბანში კი, სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარი ზედა და ქვედა ზედუბანის მოსახლეობამ თანაბრად გადაინაწილა. 5 000 ლარით ზედა უბანი წყლის სისტემას მოაწყობს, ხოლო ქვედა უბანი კუთვნილ 5 000 ლარს სარიტუალო დრბაზის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს.

ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებებს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკლოზ თოფურიძე უძღვებოდა. შეხვედრებს იმერეთს სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით გორდელაძე ესწრებოდა.
სოფლის საერთო კრებები 22 თებერვალს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო 25 თებერვალს ზვარის თემში გაიმართება. 

იხილეთ ოქმი

ნანახია: 5386 - ჯერ