სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/djhgdchjdgch.jpg

ხარაგაულში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

ბორითის ადმინისტაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთო კრებებს აღნიშნული თემის სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდნენ.

ბორითის მოსახლეობამ გადაწყვიტა საბავშვო ბაღისთვის ეზოს ატრაქციონები შეიძინონ, რისთვისაც სოფლის პროექტებით გამოყოფილი 16 000 ლარიდან 8 000 ლარი გაითვალისწინეს. დარჩენილი თანხით კი, ბორითის მაცხოვრებლები კულტურის სახლისთვის ინვენტარს შეიძენენ, გოჭოურის უბანში გზას მოხრეშავენ, ხოლო მაჩაიძეების უბანში წყლის ავზს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას.
 უბისაში პრიორიტეტად რამდენიმე უბანში წყლის სისტემის მოწესრიგება დასახელდა. უბისელები, ასევე, მათთვის გამოყოფილი 12 000 ლარიდან სარიტუალო დარბაზისთვის კონდიციონერს შეიძენენ.
მაქათუბნის მოსახლეობა 12 000 ლარს საუბნო გზის მოხრეშვასა და სარიტუალო სახლის რემონტს მოახმარს. 
კვესრევში 10 000 ლარს დახარჯავენ საუბნო გზების მოხრეშვასა და წყლის სისტემის მოწესრიგებაზე.
საქასრიის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით წყლის სათავე ნაგებობის გაკეთება და სარიტუალო სახლის კეთილმოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც 12 000 ლარს დახარჯავენ.
ვაშლევის მოსახლეობამ 10 000 ლარი გაღმა და გამოღმა ვაშლევისთვის თანაბრად გადაანაწილა და წყლის სისტემის მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა აირჩია.
ამაშუკეთში საუბნო გზას შეაკეთებენ და წყლის ჭაბურღილს მოაწყობენ. სოფლისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი.
ერეთას მაცხოვრებლები წისქვილის შენობას აღადგენენ, ხიდ-ბოგირს შეაკეთებენ და ერეთა-დინარის დამაკვშირებელ გზას გაასწორებენ. 
ციხისძირში კი, გამოყოფილი 10 000 ლარით გზის რთულ მონაკვეთს მოაბეტონებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

იხილეთ ოქმი

ნანახია: 5567 - ჯერ