სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/FGHXDFB.jpg

ხარაგაულში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
12 თებერვალს საერთო კრებები ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში ჩატარდა, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა.
მარელისის მოსახლეობა 12 000 ლარით საბანკეტო დარბაზს მოაწყობს და ინვენტარს შეიძენს.
ლეღვანში 16 000 ლარი დაიხარჯება შიდა საუბნო გზების შესაკეთებლად. 
ასევე, გზებს შეაკეთებს და გარე განათებას მოაწყობს დიდვაკის მოსახლეობაც მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით. 
პატარა სახვლარში რეგისტრირებულმა ორმა ოჯახმა კი, სასოფლო გზის შეკეთება აირჩია. აღნიშნულის შესასრულებლად 10 000 ლარს დახარჯავენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით საერთო კრებების ჩატარება 28 თებერვალს დასრულდება.

იხილეთ ოქმი

 

 

ნანახია: 5316 - ჯერ