სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fjkfhjkfhj.JPG

დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს

ხარაგაულს სკოლების სარეაბილიტაციოდ 200 000 ლარი გამოეყო, აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა და დეპუტატებს საბიუჯეტო ცვლილება გააცნო.

ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N13 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის მიზნობრივი ტრანსფერი-200 000 ლარი გამოეყო, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად-108 743 ლარი.

საბიუჯეტო ცვლილების მიზეზი გახდა ასევე, მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N45 განკარგულება, რის საფუძველზეც, პირველ ეტაპზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - 430 000 ლარით დაფინანსდა.

სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ (2015-2018 წლებში) აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ნაშთიდან, ბიუჯეტის ხარჯებში ამ ეტაპისთვის მიიმართოს 462 505 ლარი.

აქედან: სახელმწიფო ფონდებით გამოყოფილი სახსრების ნაშთიდან-43 005 ლარი, რომელიც ძირითადად გზების, ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაციაზეა გათვალისწინებული და საკუთარი სახსრების ნაშთი 419 500 ლარი, რომელიც  შემდეგ მიმართულებებზე გაიხარჯება:

1.289 700 ლარს 2019 წელში გამოყოფილი თანხების მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებისთვის მიმართავს;

        2.7300 ლარს – ხიდ-ბოგირების შეკეთებაზე;

       3.64 ათას ლარს – ანეულაში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე;

       4.43 ათას ლარს – მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად;

      5. 10 ათას ლარს – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომსახურებისთვის;

       6.– სახალხო     თეატრში ერთი მსახიობის შტატის დამატების გამო.

დეპუტატებმა აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს მერიისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად გათავალისწინებულ 43 ათას ლარზე, რომელსაც  არცერთმა მათგანმა მხარი არ დაუჭირა. ასევე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა გააკრიტიკეს, მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებისა და    „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ 5 500 ლარით სუბსიდირების საკითხი.

საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე თანხების არაეფექტურ ხარჯვას უწოდებს მონიტორინგის ჯგუფისათვის გათვალისწინებულ 11 ათას ლარს. მისი განმარტებით მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მონიტორინგის ჯგუფთან 600 000 ლარზე, რომელმაც მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი სამი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

ფრაქციის თავმჯდომარემ, ასევე განმარტავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცდა და ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელს ამ დროისთვის უნდა ცოდნოდა სჭირდებოდა თუ არა სამსახურში ერთი შტატის ასაყვანად დამატებით 5 ათასი ლარი.   

საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი მიჩნევს, რომ მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად გათვალისწინებული თანხა - 43 000 ლარი სოციალურ მიმართულებებზე უნდა გაიხარჯოს. ასევე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებისათვის ამ ეტაპისათვის გამოყოფილი - 111 000 ლარი ზედმეტ ხარჯად აწევს მუნიციპალიტეტს, ვინაიდან ინფრასტრუქტურული პროექტები ხარისხი შეიძლება სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც ჩაატაროს.

საბოლოოდ საბიუჯეტო ცვლილებას მუხლობრივად ეყარა კენჭი. სხდომაზე მყოფმა არცერთმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირა მერიისთვის მსუბუქი ავტომობილის შეძენას. ხოლო დანარჩენი საკითხები დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადებითად შეფასდა.

 

 

 

 

 

ნანახია: 5646 - ჯერ