სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dfjhndfghb_1.jpg

ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებები გრძელდება

ლაშეს, ღვერკის და უჩამეთის მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის, საერთო კრებებზე პრიორიტეტები შეარჩია.

ლაშეში, სოფლისთვის გამოყოფილი 12 000 ლარით წყლის სისტემის მოწესრიგება, მილების შეძენა და გზების მოხრეშვა გადაწყდა.
უჩამეთის მოსახლეობა 10 000 ლარით შიდა საუბნო გზებს მოხრეშავს და სანიაღვრე არხებს გააკეთებს, ხოლო ღვერკის მაცხოვრებლები, ასევე 10 000 ლარით სოფლის წისქვილის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოხრეშვას და გარე განათების მოწყობას გეგმავენ.

საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდა. 

იხილეთ ოქმი

 

ნანახია: 4141 - ჯერ